
20 საუკუნის ყველაზე ცნობილი მხატვარი ქალი, ფრიდა კალო, ისტორიაში შემოქმედების გარდა, თავისი მგზნებარე ტემპერამენტითა და ტრაგიკული ისტორიით შევიდა. #FemWiki
18 წლის ფრიდა ავტობუსით მგზავრობდა, როდესაც ტრანსპორტს ტრამვაი დაეჯახა. ფრიდას დაუზიანდა ხერხემალი და მენჯი, მოიტეხა ნეკნები და ლავიწის ძვალი. ის წლების განმავლობაში მკურნალობდა, და მთელი ცხოვრება ტკივილები სტანჯავდა. “მე გადავრჩი. მე მაქვს ის, რისთვისაც უნდა ვიცოცხლო – ეს მხატვრობაა”, – ეუბნებოდა ფრიდა დედას.
სიკვდილამდე რვა დღით ადრე ფრიდამ დახატა სურათი, რომელსაც Viva la vida -“გაუმარჯოს სიცოცხლეს” უწოდა. სისხლივით წითელ საზამთროებს ის უკვე მწოლიარე, ფეხმოჭრილი ხატავდა.
1938 წელს, ავადმყოფობამდე, ფრიდა კალომ მწერალ ანდრე ბრეტონის მოწვევით თავისი ნამუშევრები პარიზში ჩაიტანა, სადაც ფურორი მოახდინა. ერთ-ერთი ნახატი ლუვრმა შეიძინა. ფრიდამ თავისი ფერწერით დაიპყრო ფრანგები. მისი პორტრეტები ჟურნალების ყდებზე გამოჩნდა, მაღალი მოდის სამყაროში მექსიკელი ქალის ხსოვნა დღემდე ცოცხალია.
ის ვნებები, რამაც ფრიდა კალო შესანიშნავ მხატვრად აქცია, ასახულია მის სასიყვარულო რომანებშიც. დიეგო რივერას გარდა, ფრიდას სხვა ცნობილი პარტნიორებიც ყოლია. მათ შორის, ლეონ ტროცკი, ჟოზეფინ ბეიკერი, ჯორჯია ოკეფე, თუ სხვა.
1998 წელს ჟან პოლ გოტიემ შექმნა ტანსაცმლის კოლექცია დევიზით “ფრიდა”. 2002 წელს კი მის ცხოვრებაზე კინოფილმიც გადაიღეს.
