2007 წელს გაერომ 2 აპრილი აუტიზმის ცნობიერების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ამ დღის მიზანია საზოგადოების ინფორმირება აუტიზმის შესახებ და აუტისტი ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

საქართველოში ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ აშშ-ის მონაცემებით, ყოველი 88 ბავშვიდან ერთი აუტისტია.