2023 წლის 9 ნოემბერს ასტანაში ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი 31 წლის ცოლის, სალტანატ ნუკენოვას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ახლა ბიშინბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გამოძიების ვერსიით, ბიშინბაევმა სალტანატ ნუკენოვას სიკვდილამდე სცემა, ეჭვმიტანილმა ასევე დანაშაულის დამალვა და კვალის არევა სცადა. ნუკენოვა ცემიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
სასამართლოს მსვლელობისას პროკურატურამ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ბიშინბაევი ცოლს რეგულარულად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ასევე, მოწმეებისა და ოჯახის წევრევის ინფორმაციით, ბრალდებული არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად ძალადობდა საკუთარ ცოლზე, არ აძლევდა ახლო მეგობრების, მათ შორის, ოჯახის წევრების ნახვის შესაძლებლობას; გარდაცვლილს საკუთარ გამომუშავებულ ფულზე წვდომა ფაქტობრივად არ ჰქონია.
ბრალდებული დანაშაულს სრულად არ აღიარებს და ცდილობს, მომხდარი ფაქტი გარდაცვლილ ცოლს დააბრალოს. მისგან დანაშაულის არ აღიარებამ, მანიპულაციურმა საუბრებმა გამოიწვია საზოგადოების პროტესტი ყაზახეთსა და მეზობელ ქვეყნებში, რადგან ყაზაზეთი იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც სასამართლო მიკერძოებულად მუშაობს, მაღალჩინოსნებს ჯერ კიდევ აქვთ საკუთარი ძალაუფლების იმედი.
მთელი მსოფლიო ელოდება, რა გადაწყვეტილებით დასრულდება სასამართლო პროცესი. განაჩენს ელოდებიან ყაზახეთში მცხოვრები ქალებიც, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ სალტანატის გარდაცვალებამ ქვეყანაში პრეცენდენტი უნდა შექმნას. განაჩენი ჯერ არ დამდგარა, თუმცა დღეს ყაზახეთის სენატმა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაციის შესახებ კანონი მიიღო.
⚖️ 2017 წელს ყაზახეთში ოჯახში ძალადობის დეკრიმინალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს: დაზიანებები, როგორიცაა სისხლჩაქცევები, კიდურების მოტეხილობა, სისხლის სამართლის კოდექსიდან ადმინისტრაციულ კოდექსში გადავიდა. სალტანატ ნუკენოვას მკვლელობის შემდეგ, ყაზახეთის მოქალაქეებმა განსაკუთრებული აქტიურობით დაიწყეს ხელისუფლების ყურადღების მიქცევა ქვეყანაში ოჯახში ძალადობის პრობლემაზე. სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით ყაზახეთში ოჯახური ძალადობის პრობლემაზე არაერთმა საერთაშორისო მედიასაშუალებამ დაწერა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, პოლიცია ყოველდღიურად იღებს დაახლოებით 300 შეტყობინებას ოჯახური ძალადობის შესახებ და ყოველ წელს, მინიმუმ 400 ქალს კლავენ. სალტანატის გარდაცვალებამ კი ქვეყანაში პრეცენდენტი უნდა შექმნას – სახელწმიფომ უნდა დასაჯოს დამშანავე, ყოფილი მაღალჩინოსანი, რაც აქამდე ფაქტობრივად არ მომხდარა.
#forsaltanat





