2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური. დაღუპულის ძმა გივი გინტური ამბობს, რომ გამოძიებამ ფაქტობრივად ვერაფერი დაადგინა. ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული საოკუპაციო ძალების ის წარმომადგენლები, რომლებიც იმ დღით პატრულირებდნენ.

“ივანიშვილი ამბობს, რომ ოკუპანტებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელიო. აბა, მე მკითხოს, მაქვს ვინმესთან ჩემი ძმის მკვლელობის გამო ბოდიში მოსახდელი?! პირიქით, ოკუპანტები აქეთ უნდა გვეუბნებოდნენ ბოდიშს მთელ საქართველოს“, – გივი გინტური.

თეა, რატომ არ არის თამაზ გინტური დღეს სახლში?