2025 წლის 8 მარტს საქართველოში პირველად ვხვდებით ქალ პოლიტპატიმრებთან ერთად – მზია ამაღლობელი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა დღეს.
სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელსაც ქალთა მოძრაობა ყოველწლიურად ვუძღვნით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ქალები რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით და რუსთაველისკენ მსვლელობას გავმართავთ.
ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს!
8 მარტს, 19:30 საათზე, შემოგვიერთდი რესპუბლიკის მოედანზე და ერთად გავაგონოთ რეჟიმს გაბრაზებული ქართველი ქალების ხმა!
თბილისის გარდა 8 მარტს მარშები გაიმართება სხვა ქალაქებშიც: დეტალები იხილეთ ღონისძიების აღწერაში.