21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა! 2022 წლის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია #InclusionMeans #ინკლუზიანიშნავს

ინკლუზიური გარემოს შექმნა ნიშნავს, არა მხოლოდ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ და მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას.

სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.

დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომაა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის!