21 მარტი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა. ამ წლის მთავარი გზავნილია – “ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის”☀️

Hilary Gauld-Camilleri-მა, რომელმაც ათობით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი გააერთიანა და ფოტოსერია “მეტი ჩემთვის”
გადაიღო, მიზნად დაისახა გაექარწყლებინა მითი, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მოზარდები ყოველთვის ბედნიერები არიან.

“ისინი ჭკვიანები, უნარიანები არიან, აქვთ გრძნობები, აზრები, იდეები. განა შეიძლება ადამიანი სულ კარგ ხასიათზე იყოს? ჩემი ფოტოებით მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე და არა მხოლოდ ძალიან ლამაზ ღიმილზე. ისევე როგორც თქვენ, მათაც სწყინთ, ბრაზდებიან, სევდიანდებიან ან უბრალოდ უხარიათ – მათი გრძნობების სპექტრს საზღვარი არ აქვს და ნურც ჩვენ დავუწესებთ”. – Hilary Gauld-Camilleri

და თუ ჩვენ, მათთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს და ამ წლის მისიასაც შევასრულებთ, აღარ დაგვჭირდება იმ მითების დამსხვრევა, რომელიც რეალურად არც უნდა არსებობდეს.