25 წლის წინ, 1999 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი “ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ” გამოაცხადა. ამ დღით ყოველწლიურად იხსნება 16 დღიანი კამპანია, რომელსაც საფუძვლად დაედო 1960 წლის 25 ნოემბერს დომინიკის რესპუბლიკაში დიქტატორული რეჟიმის მიერ მოკლული აქტივისტი დები მირაბალების ისტორია.

️“Unforgettable Butterflies” – ასე იცნობენ მიწისქვეშა ორგანიზაციის “პეპელა” დამფუძნებელ დომინიკელ დებს, რომლებიც იბრძოდნენ ადამიანის უფლებებისთვის და ეწინააღმდეგებოდნენ რეჟიმს, რომელიც ახალისებდა ქალთა მიმართ ძალადობას.

მირაბალებმა, ალბათ, არ იცოდნენ ქართველი მარო მაყაშვილის ისტორია, რომელიც რამდენიმე ათეული წლით ადრე იმავე ღირებულებებისთვის ბრძოლას შეეწირა. 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, მოწყალების დად წითელ ჯვარში ჩაეწერა და კოჯრისკენ მიმავალ რაზმს შეუერთდა.

1921 წლის 19 თებერვალს, რუსული არტილერიის მიერ მოკლული მარო, საქართველოს ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ქალი, რომელიც სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ემსხვერპლა. გმირობაზე, ალბათ, არ უოცნებია და ვერც წარმოიდგენდა, რომ თითქმის 100 წლის შემდეგ, 2015 წელს ის გახდებოდა პირველი ქართველი ქალი, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

✨დღევანდელ დღეს, გვსურს, გავიხსენოთ ქალები საქართველოდან და მსოფლიოდან, რომლებიც იბრძოდნენ სამშობლოსთვის, სჯეროდათ თანასწორობის და თავისუფლების, არ უშინდებოდნენ წინააღმდეგობებს და ჩვენც გაგვიკვალეს ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმავალი გზა.

მასალა მომზადდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, GrlzWave-თან თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.