26 აპრილი ლესბოსელების ხილვადობისა და მათი აღიარების დღეა.

ამ დღის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ისაა, რომ ადამიანებმა სტერეოტიპებსა და იმ მცდარ წარმოდგენებს გაუსწორონ თვალი, რომლებიც ლესბოსელებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებათ.

ახალი არ არის, თუ ვიტყვით, რომ ლესბოსური საზოგადოება ჯერ კიდევ მარგინალიზებულია. მათ უფრო ხშირად ექმნებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ვიდრე ჰეტეროსექსუალ ქალებს. ხშირ შემთხვევაში, ამას ემატება ოჯახი, რომელიც გამოხატავს მათ მიმართ სიძულვილსა და ჰომოფობიურ დამოკიდებულებას.

ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს თავისი ცხოვრებით, არ დაიჩაგროს თავისი გენდერის გამო, იყოს და დარჩეს ისეთად, როგორიც არის და უნდა, რომ იყოს! ეს ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა – იმ ადამიანების, ვისაც გვჯერა, რომ საზოგადოებაში არსებული და დამკვიდრებული სიძულვილის ენა ერთნაირად გვაზარალებს ყველას, განურჩევლად სქესისა თუ გენდერისა.