28 მაისი მენსტრუალური ჯანმრთელობის დღეა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ეს დღე მენსტრუაციის შესახებ ინფორმაციის გაზიარებასა და ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილებების სწავლას დავუთმოთ.

GrlzWave-სა და UNFPA -ს თანამშრომლობით, 28 მაისს, 19:00 საათიდან გელოდებით GrlzWave-ის ჰაბში.

შეხვედრას დავიწყებთ მაკურნებელი მცენარეების ვორქშოფით. ვისაურებთ იმ მცენარეებზე, რომლებიც ხელს უწყობენ მენსტრუალური ტკივილის შემსუბუქებას, ამშვიდებენ სხეულსა და ნერვულ სისტემას; გავეცნობით მათ სამკურნალო თვისებებს, გამოყენების ფორმებსა და ისტორიას.

️ ჩვენი შეხვედრის მეორე ნაწილი სრულად დაეთმობა ლექციასა და დისკუსიას. რეპროდუქტოლოგი მარიამ გუგუშვილი მოგვიყვება, რა მნიშვნელობა აქვს მენსტრუაციას ადამიანების ცხოვრებაში, როგორ ვმართოთ პროცესი, რა უნდა ვიცოდეთ ზოგადად მენსტრუაციის შესახებ და ასევე, უპასუხებს თქვენთვის საინტერესო კითხვებსაც.

შეხვედრას დავასრულებთ ჩვენი პირველი წიგნის პრეზენტაციით, რომელიც მენსტრუაციაზე შევქმენით. წიგნში არაერთი ქართველი ხელოვანის ვიზუალური და ტექსტუალური მასალაა გამოყენებული და სწორედ ისინი მოგვიყვებიან, რა ეტაპები გაიარეს, როგორ შექმნეს და იმუშავეს ამ წიგნისთვის.

გელოდებით ჩვენთან. დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილები შეზღუდული, ამიტომ აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/fpo8ycT47kb2f7oM8

მისამართი: ბესიკის მოედანი 5, რესტორან “მადრეს” შემოსასვლელი.

კამპანია ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.