3 ივლისს საბა ჯიქია თავის საბოლოო სიტყვას იტყვის სასამართლოზე. მის საქმეზე განაჩენი შესაძლოა ამ დღესვე გამოცხადდეს.

18 წლის სტუდენტი, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს.

პროკურატურა მას საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავება და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საბა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, თავად “დაზარალებული” კი, გდდ-ს თანამშრომელი ბექა გოტიაშვილი ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია.

დღეს, საბა ჯიქია 19 წლის საკანში გახდა.

თავისუფლება საბა ჯიქიას!

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
https://www.facebook.com/reel/704724092547601/