
33 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან
ამ დღეს საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია ანტი-საბჭოთა მშვიდობიანი პროტესტი თბილისში, პარლამენტის შენობასთან. ასობით ადამიანი დაშავდა, 21 კი გარდაიცვალა – მათ შორის 17 ქალი იყო. რუსთაველზე შეკრებილ საქართველოს მოქალაქეებს ერთი მიზანი და იმედი ჰქონდათ, რომ ოდესმე საბჭოთა კავშირისგან თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები გახდებოდნენ და ასეც მოხდა.
ტრაგედიიდან ორ წელში, 1991 წლის 9 აპრილს, რუსეთის არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
„დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ამ ღამეს დაიწყო“…
მადლობა თავისუფლებისთვის!
