
4 ტყუილი, რომელსაც პირველი სექსის შესახებ მოისმენ
1️⃣ პირველი სექსით ვერ დაორსულდები
ვისურვებდით, ჩვენი სხეული მართლაც ასე იყოს მოწყობილი, თუმცა ეს მხოლოდ მითია. თუ უკვე გაქვს რეგულარული მენსტრუაციული ციკლი და სქესობრივი კავშირი (დაუცველი), რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ პირველივე ჯერზე დაორსულდე.
2️⃣ იმისათვის, რომ სექსი გქონდეს, უნდა დაელოდო ქორწილს
რა თქმა უნდა, ეს შენი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და არავის აქვს უფლება, ამაში ჩაერიოს. არ ხარ ვალდებული, სხვისი აზრი გაითვალისწინო. სექსი და ამ პროცესისგან სიამოვნების მიღება ცხოვრების და ურთიერთობების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ სქესობრივ კავშირს ქორწილამდე დაიწყებ, თუ ქორწილის შემდეგ, ეს შენზეა დამოკიდებული. უნდა გახსოვდეს, რომ ყველას ოჯახის შექმნა და დაქორწინება საერთოდ არ უნდა.
3️⃣ პირველი სექსის შემდეგ, სიარულის მანერა იცვლება
თუ რამე ფიზიკურ ტრავმას მიიღებ პირველი სქესობრივი კავშირის დროს, რისი შანსიც მაღალია, სიარულის მანერა მართლაც იცვლება, მაგრამ ყველაფერი ინდივიდუალურია და არ არის აუცილებელი, შენც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდე. არ ინერვიულო, თუ ვინმე უცნაურად შემოგხედავს, სექსი სასირცხვილო არ არის.
4️⃣ პირველი სექსის დროს, აუცილებლად ირღვევა საქალწულე აპკის მთლიანობა და გექნება სისხლდენა
შესაძლებელია, რომ პირველი სექსის დროს საქალწულე აპკის მთლიანობა არ დაირღვეს, რადგან არსებობს შანსი, რომ მანამდეც უკვე დაზიანებული გქონდა (მექანიკური დაზიანება) ან გაიწელოს და საერთოდ არ “გაიხეს”. ასევე, იბადებიან ადამიანები, ვისაც საქალწულე აპკი საერთოდ არ გააჩნიათ. საქალწულე აპკის დარღვევას თან ახლავს სისხლდენა, თუმცა არა ყველა შემთხვევაში, ამიტომ წინასწარ ნერვიულობა არ ღირს.
