5 სიმართლე, რაც კვებითი აშლილობების შესახებ უნდა იცოდეთ:

1️⃣ სრული გამოჯანმრთელება შესაძლებელია

მიუხედავად ამისა, დადგენილია, რომ კვებითი აშლილობის მქონე ადამიანების მხოლოდ 30% იღებს შესაბამის მკურნალობასა და სერვისს.

2️⃣ კვებითი აშლილობა შეიძლება დაემართოს ყველას

კვებითი აშლილობა არსებობს ყველასთვის, განურჩევლად სქესის, ასაკის, წონის, სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვადასხვა სოციალური სტატუსის.

3️⃣ მხოლოდ ერთი შეხედვით შეუძლებელია დაადგინოთ, რომ ადამიანს კვებითი აშლილობა აქვს

წონა და სხეულის ფორმები არ განსაზღვრავს კვებითი აშლილობის სიმძიმეს.

4️⃣ მათ, ვისაც კვებითი აშლილობა აქვთ, მიდრეკილება უჩნდებათ სხვადასხვა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის განვითარების

კვლევებით დასტურდება, რომ ქალების 65%-ს, რომლებიც კვებითი აშლილობის დიაგნოზით მკურნალობდნენ, ასევე ჰქონდათ სიმპტომები, რაც შფოთვით აშლილობას ახასიათებს.

5️⃣ კვებითი აშლილობის გაჩენას და ჩამოყალიბებას არ აქვს მხოლოდ ერთი გამომწვევი მიზეზი, პრობლემა კომპლექსურია

კვლევებით დასტურდება, რომ კვებითი აშლილობის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა ფაქტორი მონაწილეობს – გენეტიკა და სოციალურ-კულტურული მდგომარეობა და მათი გავლენა.