
6 გზა, როგორ შეიქმნათ სექსის მიმართ პოზიტიური განწყობა …
*სექს-პოზიტიურობა გულისხმობს ადამიანის მრავალფეროვანი სექსუალური და გენდერული გამოხატვის პატივისცემას, განსჯის ან დამუნათების გარეშე.
დააკვირდი და აღმოაჩინე სქესობრივი აქტის დროს, რა არის შენთვის სასიამოვნო, ან პირიქით. ეცადე, პროცესით მიიღო სიამოვნება.
იზრუნე შენს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. დააკვირდი საკუთარ სხეულს, სურვილებს, ბევრი იკითხე, ეძებე ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში დაიხმარე სპეციალისტი.
მხარი დაუჭირე შენ გარშემო ადამიანების სქესობრივ განათლებას. ეცადე, შენი წვლილიც შეიტანო ამ საქმეში, ან იმ ადამიანებს დაეხმარე, ვინც სხვების განათლებაზე ზრუნავენ.
ეცადე, სხვა ადამიანების მრავალფეროვანი სექსუალური გამოცდილება საკუთარი თავის უკეთ აღმოჩენისთვის გამოიყენო.
არ დაამუნათო ადამიანები, ვისთვისაც სექსი შემოსავლის წყაროა.
შენი სქესობრივი ცხოვრების შესახებ თავისუფლად ისაუბრე იმ ადამიანებთან, ვისთანაც თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობ.
ილუსტრაცია: @jannedaba
