
65 წლის წინ, ლაიკა გახდა პირველი ცხოველი, რომელიც კოსმოსში გაუშვეს. იგი იქვე გარდაიცვალა, მარტო, აგონიასა და შიშში. საბჭოთა კავშირმა დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური ხომალდი, რომელშიც ლაიკა იმყოფებოდა, 1957 წლის 3 ნოემბერს გაუშვა.
ის მაწანწალა იყო, რომელიც მოსკოვის ქუჩებიდან აიყვანეს, რადგან ფიზიკურად პატარა იყო, მისი ბეწვი კი ისე “ანათებდა”, კადრებში კარგად გამოჩნდებოდა. იგი ხომალდის აფრენიდან ექვს საათში გაიგუდა. თუმცა 40-ზე მეტი წლის განმავლობაში სიმართლე დაფარული იყო და ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ ის ცოცხალი იყო აფრენის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში.
იგი გადახურების გამო გარდაიცვალა. სატელიტი არ იყო საკმარისად იზოლირებული მზის სხივებისგან. სინამდვილეში, საბჭოთა მეცნიერებს არც დაუგეგმავთ ძაღლის დედამიწაზე ჩამოყვანა, რადგან იმ დროის ტექნიკა არ იძლეოდა ასეთ შესაძლებლობას.
ორბიტაზე ლაიკას გაშვებით დამტკიცდა, რომ ცოცხალი არსება უძლებს უწონადობას და შეუძლია კოსმოსში გაფრენა.
გვახსოვდეს ლაიკა და 115 მილიონი სხვა ცხოველი, რომლებიც ყოველწლიურად ექსპერიმენტებს ეწირებიან.
