
77 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სიონისტურმა კოლონიურმა პროექტმა ისრაელის სახელმწიფოს დაარსების შესახებ განაცხადა. ნაქბა, ანუ “კატასტროფა” ჰქვია მოვლენას, რომლის დროსაც, პალესტინელები იძულებულები გახდნენ, მასობრივად გადასახლებულიყვნენ საკუთარი საცხოვრებელი მიწებიდან, ბევრი მათგანი მოკლეს. ამის შემდეგ კი, 1948 წელს დაარსდა ისრაელის სახელმწიფო.
1947-1949 წლებში 750,000-ზე მეტი პალესტინელი გამოაძევეს ან იძულებული გახადეს, გაქცეულიყვნენ საკუთარი სახლებიდან. ეს მოსახლეობის მეტ ნახევარს შეადგენდა იმ დროისთვის.
დაახლოებით 530 პალესტინური სოფელი განადგურდა, დაცარიელდა ან აღმოჩნდა სიონისტური ძალების ხელში. მრავალი მათგანი მოგვიანებით გადაიშალა რუკიდან ან იქ ისრაელთა ახალი დასახლებები გაჩნდა.
1950-იანი წლების დასაწყისისთვის, პალესტინელი ლტოლვილების რიცხვი 800,000-ს გადასცდა.
დღესდღეობით, 2024 წლის მონაცემებით, 5.9 მილიონზე მეტი პალესტინელი ლტოლვილი არის რეგისტრირებული გაეროს სპეციალურ სააგენტო — UNRWA-ში.
ღაზა 2023–2024 (მდგომარეობა 2024 წლის მაისის მდგომარეობით):
დაიღუპა 14,000-ზე მეტი ბავშვი და 9,000-ზე მეტი ქალი. სამოქალაქო მსხვერპლის საერთო რაოდენობა 35,000-ს აჭარბებს. ათასობით ადამიანი კი დაჭრილი, დასახიჩრებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია. დაღუპულთა აბსოლუტური უმრავლესობა სამოქალაქო პირები იყვნენ — მათ შორის ოჯახები, ჟურნალისტები, ექიმები. ათასობით ცხედარი კვლავ ნანგრევებშია, რაც ართულებს ზუსტი სტატისტიკის დადგენას.
სოლიდარობა პალესტინას!
