
8 ივლისს, პრაიდის ფესტივალის დღეს, ქალაქში შესაძლოა შეიქმნას დაძაბული ან პოტენციურად სახიფათო სიტუაციები, ამიტომ გიზიარებთ საჭირო რეკომენდაციებს:
ფესტივალის დღეს, მოერიდეთ ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიებს, რომლებიც ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული შეკრების გამო მაღალი რისკის ზონად არის მონიშნული;
ფესტივალის დღეს, გირჩევთ, მოერიდოთ მარტო გადაადგილებას. თუ ისეთ ადამიანებს არ იცნობთ, ვინც ფესტივალს თქვენთან ერთად დაესწრებიან,
დაუკავშირდით “თბილისი პრაიდის” ოფისს;
წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალადობრივი ჯგუფები ხშირად ინდივიდებზე მხოლოდ გარეგნული, თვალსაჩინო მახასიათებლების გამო ძალადობენ. მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვუჭერთ მხარს ნებისმიერი ადამიანის ფიზიკურ თვითგამოხატვას, პრაიდის კვირეულის დროს (გაზრდილი რისკის ფონზე) ამ პოტენციური რისკის გათვალიწინება საჯარო სივრცეებში გადაადგილებისას სასურველია;
დატენეთ მობილური მოწყობილობები და დარწმუნდით, რომ გაქვთ საშუალება, დაუკავშირდეთ სხვებს;
ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ფესტივალის დროს, თუ რამე საეჭვოს შეამჩნევთ, ან თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, მიმართეთ ფესტივალის ორგანიზატორებს, პერსონალს ან დაცვას.
Tbilisi Pride
პრაიდის კვირეულის ფარგლებში, ყველასთვის უმთავრესი პრიორიტეტი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაა.
თავს გაუფრთხილდით
