ალინა გამსახურდია ისტორიაში პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელმაც მსოფლიოს უმაღლესი წერტილი, ევერესტი დაიპყრო.

“2025 წლის 18 მაისს, ნეპალის დროით 09:10 საათზე, პლანეტის უმაღლეს წერტილზე, მთა ევერესტზე ვიდექი და მთელი პლანეტა ჩემ წინ გადაიშალა. ეს იყო ჩემი ოცნება, გავმხდარიყავი პირველი ქართველი ქალი ისტორიაში, ვინც ევერესტი დაიპყრო”. – წერს ალინა გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ფოტო: ალინა გამსახურდია