
“საქართველო ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ქვეყანაა ლგბტქ+ ადამიანებისთვის.” – ILGA EUROPE
“ქართული ოცნების” მიერ, ლგბტქ+ უფლებების შემზღუდავი კანონების მიღების შემდეგ, საქართველო 8 საფეხურით ჩამოქვეითდა და ახლა 44-ე ადგილს იკავებს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათი „ცისარტყელას რუკის” არსებობს ისტორიაში საქართველოსთვის ეს ყველაზე დაბალი პოზიციაა.
გაუარესების მიზეზად ორგანიზაცია „ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ჰომოფობიურ კანონმდებლობას ასახელებს.
