❓წაგიკითხავს სიმონ დე ბოვუარის “მეორე სქესი”, წიგნი, რომელსაც ფემინიზმის ბიბლიას უწოდებენ?

✍ სიმონ დე ბოვუარი მე-20 საუკუნის გამორჩეული ფრანგი მწერალი, ინტელექტუალი, ფილოსოფოსი, პოლიტიკური აქტივისტი და ფემინისტი იყო.

1949 წლის ივნისში სიმონ დე ბოვუარმა თავისი წიგნი – „მეორე სქესი“ გამოსცა და ეს იყო ერთგვარი დუმილის დარღვევა პატრიარქალურ სამყაროში. მან „გააშიშვლა“ მამაკაცური მითების მარწუხებში მოქცეული ქალური სექსუალობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც საუბარს ხმაწართმეული ქალები მანამდე ვერ ბედავდნენ. ის წერდა ქალთა მძიმე ხვედრზე, სექსისტურ იდეოლოგიაზე, ყოველდღიურ სინამდვილედ ქცეულ მიზოგინიაზე (ქალთმოძულეობაზე), გოგონათა არასწორ აღზრდასა და ქალწულობის ინსტიტუტზე.

მეოცე საუკუნეში, უთვალავი ადამიანი იზიარებდა ჰიტლერის ამ დევიზს: ,,ქალის საქმეა ბავშვები, ეკლესია, სამზარეულო’’. აი, ამგვარ ანტიფემინისტურ გარემოში წამოიწყო სიმონ დე ბოვუარმა, შეუპოვარმა ქალმა რადიკალური ფემინისტური რევოლუცია, მთავარი საყრდენი გამოაცალა „მეორე სქესის“ წყობას და იმედი ჩაუსახა ქალებს.

,,ყველაფერი წინაა’’ – ასეთია მისი საბოლოო გზავნილი. ქალებმა დაუღალავად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი და ერთმანეთის უფლებების დასაცავად, რადგან ვერაფერს დავისაკუთრებთ სამარადჟამოდ, ბრძოლას კი ყოველთვის აქვს აზრი. დიდი რევოლუცია, რომელიც დღემდე გრძელდება, სიმონ დე ბოვუარმა დაიწყო, ამ ბრძოლის მონაწილე კი წიგნის კითხვისას თითოეული ჩვენგანი აღმოჩნდება.

წიგნის შეძენას სულაკაურის წიგნის მაღაზიებში და ვებგვერდზე შეძლებთ.

ფრანგულიდან თარგმნეს მზია ბაქრაძემ, თამარ ბერიკაშვილმა და გოჩა ჯავახიშვილმა.

რედაქტორი: მარინა ყიფშიძე.

მთავარი სამეცნიერო რედაქტორი: ლელა გაფრინდაშვილი

ილუსტრაცია: @midori20s_