
მაღაროელების აქციამ ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა. ისინი საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მართავდნენ. ახლა კი, მსვლელობით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლებენ. მაღაროელები ამბობენ, რომ მათ პროტესტსა და პრობლემებს მაუწყებელი სათანადოდ არ აშუქებს.
შეგახსენებთ, მაღაროელების მოთხოვნებია:
• დაფაროს კომპანიამ სახელფასო დავალიანება;
• მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია და მოხდეს მაღაროების ნაციონალიზაცია;
• შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
• მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
• ეკოლოგიური საკითხების მოგვარება;
• უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება;
• მაღაროელებმა გაერთიანებულ პროფკავშირებს გამოუცხადეს მოლაპარაკება და ჭიათურის საკითხებზე მოლაპარაკებაში მაღაროელების ჩართვა მოითხოვეს.
