პრო-პალესტინელმა აქტივისტებმა ჰოლივუდის დიდების ხეივანში გალ გადოტის ვარსკვლავის გახსნის წინააღმდეგ აქცია გამართეს. მათი თქმით, ისრაელელი მსახიობი თავისი პოპულარობით ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებას ცდილობს.

გადოტმა სავალდებულო სამხედრო სამსახური ისრაელის არმიაში გაიარა და კრიტიკოსები მას „ოკუპაციის სექსუალიზაციაში“ მონაწილეობას აბრალებენ. ის, ასევე, საჯაროდ უჭერს მხარს ისრაელის სამხედრო ოპერაციებს.
მიუხედავად პროტესტისა, ცერემონია მაინც გაიმართა.