სისტემა გვებრძვის ჩვენ, ადამიანებს, რომლებიც ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი და ქვეყნის მომავალი. გვივარდებიან სახლებში, აქციების მიმდინარეობისას მოქალაქეებს იტაცებენ, ცემენ და იჭერენ.

თქვენი და თქვენი მეგობრების უსაფრთხოებისთვის, მნიშვნელოვანია რამდენიმე მითითების გათვალისწინება:

️გადმოწერე აპლიკაცია Safe YOU, მიუთითე სამი სანდო ადამიანი, რომლებთანაც, საფრთხის მომენტში, SOS ღილაკის მეშვეობით უშვებთ სიგნალს და თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას. ამ გზით შეძლებ საფრთხის შემთხვევაში, მეგობრების გაფრთხილებას.

️ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პირადი სმართფონებისა და ინფორმაციის დაცვა. როგორ უნდა მოვიქცეთ?

სმარტფონის საუკეთესო დაცვა მისი სრულად გათიშვაა. გათიშვის შემდეგ, ძლიერი პაროლის არსებობის შემთხვევაში, მისი გახსნა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, ახლა ტელეფონი ყველას გვჭირდება, ტელეფონის გარეშე ვერც ლაივში გავალთ და ვერც ადვოკატს დავუკავშირდებით, ამიტომ
მნიშვნელოვანია სათადარიგო, Emergency ტელეფონის თან ტარება.

Emergency სმარტფონი:

დაარესეტეთ და წაშალეთ ყველა ინფორმაცია;

იყიდეთ მხოლოდ ამ ტელეფონისთვის განკუთვნილი ნომერი, ჩაწერეთ ადვოკატების და სანდო ადამიანების ნომრები;

სოციალურ ქსელებში შექმენით ყალბი ანგარიში, არ აქვს მნიშვნელობა ქსელს, მთავარია ჰქონდეს ლაივში გასვლის ფუნქცია. ამ ანგარიშებს მხოლოდ ამ მიზნით ვიყენებთ.

თუ პოლიცია თქვენთან ჩრეკისთვის მოვიდა, თიშავთ ყველა პირად მოწყობილობას, ლაივში კი გადიხართ Emergency ტელეფონით. ლაივის ბმულს უზიარებთ თქვენს სანდო კონტაქტებს გადასაზიარებლად, ამავე ტელეფონოთ.

Emergency ტელეფონის დატენვა არ დაგავიწყდეთ.

წყარო: George Lubaretsi