
12 თებერვალს, 20:00 საათზე GrlzWave-ში შეხვედრა გაიმართება სოვლაბის მკვლევარ, ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანთან.
ირაკლი ხვადაგიანი ისაუბრებს საბჭოთა რუსული პოლიტიკური ტერორის ლოგიკასა და პრაქტიკაზე – როგორ მუშაობდა მაშინდელი რუსული საბჭოთა პროპაგანდა, რა იდეებსა და მიზანს ემსახურებოდა მათი მმართველობა, რა შედეგი დადგა და რა შედეგებს ვიმკით დღემდე.
დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილები – შეზღუდული. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/LPf18
მისამართი: ბესიკის მოედანი 5, რესტორანი “მადრეს” შემოსასვლელი.
