ქალთა ფონდ “პავენა”-ს ინფორმაციით, ჩინურმა დაჯგუფებამ 100 ტაილანდელ ქალს აიძულა დაეტოვებინა ქვეყანა და საქართველოში არალეგალური კვერცხუჯრედის დონორი გამხდარიყო.

ფონდის პრეზიდენტმა, პავენა ჰონგსაკულმა განაცხადა, რომ მსხვერპლებს თავდაპირველად ლეგიტიმური სუროგატი დედის სამუშაოს ჰპირდებოდნენ, მაგრამ ისინი დააკავეს და აიძულეს კვერცხუჯრედის დონორი გამხდარიყვნენ. ვინც უარი თქვა, გამოსასყიდის სახით 70 000 ტაილანდური ბატი უნდა გადაეხადათ.

The Notion – გამოცემის მიხედვით, 100 ტაილანდელი ქალი დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. მათ ყველანაირი საბუთი და უფლება წართმეული აქვთ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია ადამიანით ვაჭრობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილი).