ერასმუსის პროგრამის ერთ-ერთი პროექტის, THE SOMA-ს ფარგლებში, GrlzWave აცხადებს მოხალისეების მიღებას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის

პროექტი ჩატარდება კაპრანიკაში (იტალია) 10 აპრილიდან, 18 აპრილის ჩათვლით და მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, პორტუგალიისაა და საქართველოს მოქალაქეები, სულ 28 ადამიანი.
პროექტი მიზნად ისახავს ადამიანის ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღებისთვის აუცილებელი უნარების შესწავლას, ჩვენი სხეულისა და გონების ძალის გამოყენების შესახებ სხვადასხვა პრაქტიკის გაზიარებას, მუსიკის, როგორც გამაჯანსაღებული ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობას.
თუ ფიქრობ, რომ შენთვის საინტერესო გამოცდილება იქნება პროექტში მონაწილეობა, გაინტერესებს საკუთარ თავში საინტერესო უნარების აღმოჩენა, გიყვარს მუსიკა და ცდილობ, ჰარმონიულად იცხოვრო საკუთარ სხეულში, ეს პროექტი შენთვისაა.

პროექტის ფარგლებში, საკომუნიკაციო ენა ინგლისურია. დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე აპლიკაცია: https://forms.gle/vEFqrmNGJt4mRvsq6

განაცხადის მიღების ბოლო დღე 20 თებერვალია