❤️ უკრაინაში ბელარუსი აქტივისტი, მარია ზაიცევა მოკლეს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა. მარიას დაღუპვამდე ერთი დღით ადრე 24 წელი შეუსრულდა.

მარია მოხალისე იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ დანაყოფში და ბახმუტის მახლობლად, 17 იანვრის დილით დაიღუპა.

მარია 2020 წლის ბელარუსიის საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა. აქციები სამართალდამცავებმა სასტიკად დაარბიეს, იყო ადამიანური მსხვერპლი. მარია ყუმბარის აფეთქების შემდეგ სერიოზულად დაიჭრა, მარცხენა ყურში სმენა სრულად დაკარგა, მისი ფოტო კი 2020 წლის მოვლენების სიმბოლოდ იქცა.

ვუსამძიმრებთ ოჯახსა და ახლობლებს. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა.

დიდება გმირებს! გამარჯვება უკრაინას!

*2020 წელს, ბელორუსში არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა დიქტატორი ალიაქსანდრ ლუკაშენკა. ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გაყალბებულად მიიჩნია და მათი გადახედვა მოითხოვა. საპროტესტო აქციაზე მილიონამდე ბელარუსი გამოვიდა. ოპოზიციის უდიდესი ნაწილი დააპატიმრეს, ნაწილი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. აქციების დაშლის დროს, ასობით ადამიანი დაშავდა.