
ხშირად, მმართველი პარტიის აქტივისტებისგან მოისმენთ მუქარის ტონით ნათქვამ ფრაზას, რომ თითქოს შესაძლებელია გაიგონ, ვინ-ვის მისცა ხმა.
სინამდვილეში, ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენება უსაფრთხოა და ვერავინ გაიგებს, ვის მიეცით ხმა. ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული.
კენჭისყრის ფარულობა უზრუნველყოფილია.
