შუქრუთელი მოშიმშილე გიორგი ბიწაძის მდგომარეობა დამძიმდა, ის კლინიკაში გადაჰყავთ.

“სიცოცხლით და იუმორით სავსე გიორგი ცუდად გახდა. ლაპარაკიც უჭირდა გასინჯვის დროს.
39 ქონდა შაქარი რომ გაუზომეს. ცოტა ხნის მერე უკონტაქტო გახდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს.” – წერს ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე სოციალურ ქსელში.

დღეს შუქრუთელების შიმშილობის 30-ე დღეა.

სად არის მმართველი გუნდი? სად არის მშვიდობა, რომელ საქართველოში; იქ, სადაც 200-ზე მეტი დღეა ადამიანები უწყვეტ პროტესტს მართავენ, მათი მომკითხავი კი, უმძიმესი ჯანმრთელობის და სოციალური პირობების ფონზეც, დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტის წინ, ტელევიზიების და მედიების წინ, ჩვენ თვალწინ არავინაა?