ბოლო ათ წელში ემიგრანტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. 2023 წელს ემიგრაციაში საქართველოს მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა – 163 000-ზე მეტი წავიდა. ქართველ ემიგრანტებში ქალების წილი 40-44%-ია.

ემიგრანტი ქალები საკუთარი თავისთვის შემოსავლის მინიმუმს იტოვებენ და ცდილობენ მაქსიმუმი გამოაგზავნონ ოჯახებში. ოჯახისა და სახლისგან შორს ყოფნის ტკივილს თან ერთვის შესრულებული სამუშაოს ფიზიკური და ემოციური სირთულეები, რაც ხშირად უარყოფითად აისახება ქალების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ემიგრანტი ქალების სამუშაო ხშირად ძალიან სტრესულია, გულისხმობს მუდმივად სხვის ოჯახში, „სხვისი ცხოვრებით“ ცხოვრებას და თან სდევს შრომითი უფლებების დარღვევა.

ილუსტრაცია: @putkunagogo