
რა არის ვაგინალური გაზი ე.წ. “ქვიფი”/”ქვიფინგი”?
ვაგინალური გაზი მხოლოდ ჰაერია, რომელიც საშოდან გამოდის და ეს ხდება მაშინ, როცა საშო თავისუფალ ჰაერს ათავისუფლებს. ეს სხეულის უნებლიე ფუნქციაა, რომელსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს. საშოდან ჰაერის გამოსვლას თან ახლავს ხმა, რომელიც ძალიან ჰგავს მეტეორიზმის დროს გამოყოფილი ჰაერის ხმას, რაც უხერხულობას შეიძლება ქმნიდეს, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ჰაერია?
ვაგინალური გაზის ძირითადი სიმპტომია საშოდან ჰაერის გამოსვლის როგორც ხმის გაგება, ასევე შეგრძნება, რომ ჰაერი გამოთავისუფლდა. “ქვიფი” მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება, და მეტეორიზმის დროს გამოყოფილი ჰაერისგან განსხვავებით, არ აქვს სუნი, რადგან ეს არ არის დაკავშირებული თქვენს საჭმლის მომნელებენ სისტემასთან, ნაწალევბთან და იქ დაგროვებულ გაზებთან.
რა იწვევს ვაგინალურ გაზებს?
ვაგინალურ არხში ჰაერი სხვადასხვა გზით ხდება. ვაგინალური არხი კუნთოვანი არეა, სწორედ აქ ათავსებთ ტამპონს მენსტრუაციის დროს. ვაგინალურ არხში მოხვედრილ ჰაერს არსად აქვს წასასვლელი გარდა გასვლისა – შესაბამისად, ხმა, რომელიც გესმით, არის უბრალოდ ჰაერი, რომელიც საშოდან გამოიდევნება.
საშოში ვაგინალური ჰაერის მოხვედრის ყველაზე გავრცებული გზებია:
სექსი ვაგინალური გაზების გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. როდესაც საშოში სხვადასხვა ტიპის საგანი ხვდება, ჰაერიც თან მიჰყვება. როცა უკვე საშო თავისუფალია, ეს ჰაერი დაუყონებლივ გამოიყოფა. ვაგინალური გაზები ხშირად ჩნდება სქესობრივი აქტის გარკვეულ პოზებზე, ან აქტის დროს პოზის შეცვლისას.
ტამპონების გამოყენება: სქესობრივი კავშირის მსგავსად, მენსტრუაციის დროს ტამპონის ან მენსტრუალური ჭიქის საშოში ჩასმას შეიძლება თან ახლდეს ვაგინაში ჰაერის მოხვედრა. ტამპონის ან მენსტრუალური ჭიქის შეცვლის დროს, ეს ჰაერი ე.წ. “ქვიფი” გამოდის და საშო ჰაერისგან თავისუფლდება.
მენჯის ღრუს ფსკერის სუსტი კუნთები: მენოპაუზა, მშობიარობა და მენჯის ღრუს ფსკერის სხვადასხვა დისფუნქცია ზრდის საშოში ჰაერის მოხვედრის შანსს, რადგან მენჯის ფსკერის კუნთები დასუსტებული და მოდუნებულია.
ვაგინალური გამოკვლევები: მენჯის ღრუს გამოკვლევის დროს ხშირია საშოდან გაზების გამოყოფა. გამოკვლევის დროს, შემოწმების მიზნით, თქვენს საშოში სხვადასხვა ტიპის მოწყობილობა გამოიყენება, ამ მოწყობილობების საშოში ჩასმას ხშირად თან ახლავს საშოში ჰაერის მოხვედრა და შემდეგ უკვე გამოყოფა. ექიმის კაბინეტში უხერხულად არ უნდა იგრძნოთ თავი, რადგან მან კარგად იცის, რისი ხმა გაიგო.
ფიზიკური მოძრაობები: იოგამ, ვარჯიშმა, სირბილმა შეიძლება გამოიწვიოს საშოში ზედმეტი ჰაერის მოხვედრა, რადგან ფიზიკური აქტივობისას საშო ოდნავ გახსნილი ან დაჭიმულია.
“ქვიფინგი” ბუნებრივი, შეუქცევადი და უკონტროლო პროცესია – ადამიანს არ შეუძლია, გააკონტროლოს საშოში მოხვედრილი ჰაერის გამოდევნის პროცესი, ამიტომ თუ, მაგალითად, სექსის დროს ჰაერის გამოდევნის ხმას გაიგებ, ეს უხერხულობა მარტივად შეგიძლია დაძლიო, რადგან ამ ჰაერს არანირი სუნი არ გააჩნია, ეს ხომ უბრალოდ ჰაერია და მეტი არაფერი?!
ილუსტრაცია: ჯანედაბა
