“17 წლის წინ გავთხოვდი, უფრო სწორად გამათხოვეს. იმ დროისთვის “არ შეიძლებოდა” ჩემი ასაკის გოგო “უპატრონოდ” ყოფილიყო. ერთ ბიჭს ვუყვარდი, ჩემი მეგობრის ახლობელს და იმას მიმათხოვეს – ვისაც უყვარხარ, ჯობია იმასთან იყოო.

ქმარი კარგი ადამიანი აღმოჩნდა, დედამთილმა კი ცხოვრება გამიმწარა. არა, ეს არ არის სტერეოტიპული დამოკიდებულება. ყველანაირად ვცდილობდი, რომ მესიამოვნებინა, მაგრამ მაინც ვძულდი და ეს აშკარა იყო. ჩემი ქმარი მალევე ჯარში წავიდა, სახლში იშვიათად მოდიოდა. მე და ჩემი დედამთლი მარტონი ვრჩებოდით. საკუთარ მონად მაქცია, მისი ნებართვის გარეშე ვეღარ ვჭამდი, გარეთაც ვერ გავდიოდი. ბოლოს ძალადობაზეც გადავიდა, ჯოხით მცემდა… და ამ ყველაფერს პატარა ბავშვებს აყურებიებდა.”

ისტორიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
European Union in Georgia
#EU4Georgia #GCRT