ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს NCDC) აშშ-დან დაახლოებით 2 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსება შეუჩერდა.

აშშ-ის დახმარების 95-მილიონიანი პაკეტის შეჩერება, რომლის საბაბი საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა და საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღება გახდა, NCDC-ის პროგრამების დაფინანსებასაც შეეხება.

შეგახსენებთ, „ლუგარის ლაბორატორიაში“ აზუსტებენ და იკვლევენ, კონკრეტულად რა შტამის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში. აქ ამოიცნეს თავის დროზე ღორის გრიპად წოდებული H1N1-იც. სპეციალისტები განუზომლად დიდს უწოდებენ როლს, რომელიც „ლუგარის ლაბორატორიამ“ კოვიდპანდემიის დროს შეასრულა – ფიქრობენ, რომ ამ ცენტრის გარეშე მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა.

“ლუგარის ლაბორატორიისა” და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის წარმატებული თანამშრომლობის ჩამონათვალშია – C ჰეპატიტის გენომის კვლევა, სხვადასხვა ვირუსის გავრცელების კონტროლი და პრევენცია.