1-7 აგვისტოს ჩათვლით, მსოფლიო ძუძუთი კვების კვირეულს აღნიშნავს. მისი მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას, რომ მეძუძური დედებისთვის შესაბამისი გარემოს შესაქმნელად თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ.

ძუძუთი კვება ბიოლოგიური პროცესია და ამაში სასირცხვილო, ან მოსარიდებელი არაფერია, თუმცა ძუძუთი კვების პროცესს სწავლა და სწორი ინფორმირება სჭირდება. ქალები, რომელთაც ხშირად სრულიად მარტოებს უწევთ პრობლემებთან გამკლავება, ოჯახზე ზრუნვა, მუშაობა, პოსტსამშობიარო დეპრესიასთან გამკლავება, ბავშვის გამოკვება, და ამას დამატებული, ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება ძუძუთი კვებაზე, ერთადერთს რასაც უნდა გრძნობდეს – მხარდაჭერაა. ქალებს არ უნდა ამუნათებდნენ იმის გამო, რომ ისინი საჯარო სივრცეში ძუძუთი ჩვილებს კვებავენ.

თუ არსებობს ნება, ემოციური და ფიზიკური შესაძლებლობა, დედის რძე ჩვილისთვისაც და დედისთვისაც სასარგებლოა. ძუძუთი კვება სირცხვილი არ არის. ნებისმიერ ადგილას თუ დროს, დედას აქვს უფლება აჭამოს ჩვილს, არ აქვს მნიშვნელობა, სად ხართ, ან ვინაა თქვენ ირგვლივ.