იპოდრომს არ ჩაგაბეტონებინებთ!

თბილისის საკრებულომ, იპოდრომის მიმდებარედ, ცათამბჯენების მშენებლობისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა.

ტერიტორიის მფლობელი შპს „ცენტრალ პარკ ავენიუა”, რომლის დირექტორიც ვისოლ ჯგუფის დამფუძნებელი, ვასილ ფხაკაძეა. ფხაკაძემ იპოდრომი “ფონდი ქართუსგან” შეიძინა.