
ბარსელონაში, 32 წლის ქართველი გოგო, სავარაუდოდ, ფემიციდის შემთხვევას ემსხვერპლა.
ესპანური მედიის ცნობით, 2 ივნისის ღამეს, ქალი საცოხვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. გარდაცვალების საქმეზე მისი ქმარი, 32 წლის ასევე საქართველოს მოქალაქეა დაკავებული.
თავდაპირველად, გამოძიება სუიციდის ვერსიას განიხილავდა, თუმცა, ადგილზე აღმოჩენილი მტკიცებულებებისა და სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის თანახმად, გამოძიება ამჟამად ფემიციდის შემთვევას იძიებს.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ქმარი მას ხშირად უსწორდებოდა ფიზიკურად, აყენებდა შეურაცხოფას, სამსახურში ხშირად შეუმჩნევიათ მის სხეულზე სხვადასხვა სახის სილურჯე და დაზიანება. ბარსელონის იმ რაიონში, სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა, სახელმწიფო დაწესებულებებმა მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
“ეს არ ყოფილა სუიციდი. ნასტია აქაა”, წერია მიმდებარე მეტროს სადგურის ჩასასვლელში.
ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, ესპანეთში ყოველწლიურად 100-მდე ქალს კლავენ, მათგან დაახლოებით ნახევარს ამჟამინდელი ან ყოფილი პარტნიორი კლავს. 2022 წელს, ფემიციდით გარდაცვლილ 49 ქალს შორის, მხოლოდ 21-ს ჰქონდა შეტანილი საჩივარი პარტნიორების მხრიდან ძალადობის ან შევიწროების შესახებ.
ფოტო: მაკო სამხარაძე
