
ხელისუფლება, ჯერ კიდევ წინა წელს, როცა აგენტების შესახებ კანონპროქტი დააინიცირა, ამბობდა, რომ ქვეყანაში არის დესტაბილიზაციის საფრთხე, რომ “ექსტრემისტი” ძალები აპირებენ ქვეყანაში არეულობა შექმნან. კანონპროექტი კი, ამ ძალების ჩახშობას ემსახურებოდა. თუ ეს ასეა, და ასეც რომ იყოს, რას აკეთებს უშიშროება? გამოავლინონ და დასაჯონ ეს ადამიანები. მაგრამ საქმეც ისაა, რომ მსგავსი არაფერი არსებობს. ეს რომ სიმართლე იყოს, როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ დაასწრებდა ხელისუფლებას მათ გამოაშკარავებას?
სინამდვილეში, ხელისუფლება “ექსტრემისტს” ეძახის ყველას, ვისი საქმიანობაც ხელისუფლების ბნელ საქმეებს ააშკარავებს. “ექსტრემისტად” ითვლება არასამთავროვო ორგანიზაციები, რომლებიც ქალების უფლებებს იცავენ, სასამართლოში ადვოკატირებენ, ხელისუფლებას მოძალადეების დასჯას თხოვენ. ხელისუფლებისთვის დღეს “ექსტრემისტად” ითვლება ყველა კრიტიკული სიტყვა, რადგან მათთვის, წინასაარჩევნოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი რეპუტაციის დაცვაა, სამოქალაქო და არასამთავროვო სექტორის გაჩუმების გარეშე კი, ამას ვერ მოახერხებს.
წყარო: ლიკა ზაკაშვილი
✏️ ჩვენი საქმიანობა შეუძლებელი გახდება, თუკი საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოგვეთხოვება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ რეგისტრაცია.
