
რუსულ კანონზე გამარჯვებიდან ერთი წლის შემდეგ, “ქართული ოცნება“ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება მამუკა მდინარაძემ დღეს გააჟღერა.
როგორც მდინარაძემ თქვა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, მხოლოდ კანონპროექტის სათაური შეიცვლება.
დეპუტატის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიღებული იქნება.
