
“გირჩი” და “ქართული ოცნება” პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გაუქმებაზე შეთანხმდნენ.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “გირჩმა” წარადგინა კანონპროექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.
რა მიზეზით შედგა შეთანხმება იაგო ხვიჩიასა და მამუკა მდინარაძეს შორის?
ისინი შეთანხმდნენ, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას, სანაცვლოდ, „გირჩი“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის დროს ხმას მისცემს „ოცნებისთვის” მისაღებ კანდიდატს.
ხელისუფლებამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას დაუჭირა მხარი.
