თბილისის საკრებულომ გმირთა მოედნის ტერიტორიაზე ორი ცათამბჯენის მშენებლობას მხარი დაუჭირა.

პროექტის მიხედვით, გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, სადაც ყოველდღიურად ათასობით ავტომანქანა გადაადგილდება და მუდმივად საცობია, 52 და 40-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. სფეროს სპეციალისტები გმირთა მოედანზე მსგავსი მოცულობის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებენ:

აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სიმაღლის, მოცულობის დასაშვები კოეფიციენტები და სიმჭიდროვე უკიდურესად გადაჭარბებულია;

მსგავსი სიმჭიდროვის მშენებლობა სატრანსპორტო კოლაფსის საფრთეს ზრდის;

რაც შეეხება კანონს, კულტურული მემკვიდრეობის კანონის მიხედვით, ამ ზონაში მსგავსი მასშტაბისა და მოცულობის მშენებლობა დაუშვებელია.

კითხვებს აჩენს ტერიტორისაა და კომპანიის მმართველების შესახებ ინფორმაციაც.

⭕️ 2023 წლის აგვისტომდე ტერიტორია შპს „კოსტავა 69-ს” ეკუთვნოდა. ამ კომპანიას კი ფონდი „ქართუ“ ფლობდა, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისაა. თუმცა, 2023 წლის აგვისტოში ტერიტორია შპს „ნეო სითი დეველოპმენტმა” იყიდა. ამასთან, ბიზნესრეესტრის მონაცემებით, 2023 წლის 7 აგვისტოს „ნეო სითი დეველოპმენტის“ 100%-იან წილზე “ქართუ ფონდის” სასარგებლოდ გირავნობის უფლება დარეგისტრირდა. „ნეო სითი დეველოპმენტი“ 2023 წლის მარტშია დაფუძნებული.

“როგორ ფიქრობთ, ვსხედვართ და იმას ვუყურებთ, კონკრეტული პროექტის უკან ვინ დგას, რომელი კომპანიაა, ჩვენი მხარდამჭერია, თუ ოპოზიციის და ამის მიხედვით გავცემთ ნებართებს?” – განაცხადა კალაძემ. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, აღნიშნული დარღვევების მიუხედავად, რატომ გაიცა ცათამბჯენების აშენების ნებართა.

პროექტი ხორციელდება New Democracy Fund-ის მხარდაჭერით.

წყარო: რადიო თავისუფლება