საქართველოში გამოსახლების პოლიტიკა ადამიანებს უსახლკარობის რისკის ქვეშ აყენებს, ხელისუფლება კი აღნიშნულზე პასუხისმგებლობას არ იღებს. იძულებითი გამოსახლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების უხეში დარღვევაა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ იძულებითი გამოსახლებისგან დაცვა.

მიუხედავად კანონმდებლობაში შეტანილი ცალკეული ცვლილებებისა, ამ სფეროში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. დღეს არსებული პრაქტიკა გამოსახლების საკითხს მხოლოდ საკუთრების უფლების დაცვის ჭრილში განიხილავს, გამოსახლების რისკის ქვეშ მყოფ პირთა სათანადო საცხოვრებლის უფლების უზრუნველყოფა კი ყურადღების მიღმა რჩება. სად უნდა წავიდნენ ადამიანები მას შემდეგ, რაც მათ გამოასახლებენ – ამაზე პასუხი ჩვენს კანონმდებლობას არ აქვს.

ადამიანები, ვინც გამოსახლების რისკის ქვეშ დგანან, მზად არიან, (ან უკვე გადახდილი აქვთ) გადაიხადონ 2-ჯერ ან 3-ჯერ მეტი, თუმცა კერძო მევახშეები არ არიან თანახმა თანხის აღებაზე. მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ – დაისაკუთრონ ადამიანების საცხოვრებლები.

თბილისში, მიმდინარე კვირაში 3 გამოსახლებაა დაგეგმილი (23, 24 და 26 იანვარს).

❗️23 იანვარი, კეკელიძის #1-ში დილის 10 საათზე მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებაა ჩანიშნული. მან 20 000$-ის სესხში 70 000 უკვე გადაიხადა და ამდენივეს დამატებას სთავაზობს, მაგრამ მაინც სახლის წართმევას და გამოსახლებას უპირებენ;

❗️24 იანვარი, დადიანის #259-ში დილის 10 საათზე მაია კიკალიშვილის, მარტოხელა დედის და 2008 წლის ომის ვეტერანის გამოსახლებაა ჩანიშნული. მევახშეებმა 2 სახლი უკვე წაართვეს და ახლა უკანასკნელი თავშესაფრიდან, მიშენებიდანაც ასახლებენ, სადაც ის ორ შვილთან ერთად ცხოვრობს;

❗️26 იანვარი, ზანდუკელის #2-ში დილის 10 საათზე ელგუჯა ბალახაძის 7 სულიანი ოჯახის გამოსახლებაა ჩანიშნული (ავადმყოფი ძმა, ორსული შვილი, 5 წლის შვილიშვილი). მის ოჯახს ქუჩაში გაყრას უპირებს მევახშე, რომელიც ვალს აღარ იბრუნებს.

გახსოვდეს, რომ ერთად დგომითა და ბრძოლით, ნოემბერში ზანდუკელის ქუჩაზე დაგეგმილი ელგუჯა ბალახაძის ოჯახის გამოსახლება ხალხის პროტესტის ფონზე არ შედგა. ბრძოლას ყოველთვის აქ აზრი, რადგან უსამართლო სისტემა თანაბრად ჩაგვგრავს ყველას.

⭕️ ოჯახებს თქვენი თანადგომის იმედი აქვთ. საზოგადოება გამოსახლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ხვალ, დილის 10 საათიდან გეგმავს. გელოდებით ხვალ, კეკელიძის #1-ში!