ღაზაში ორსულ ქალებს შიმშილობა უწევთ!

45 000 ორსულს და 68 000 მეძუძურ ქალს ღაზაში არ აქვს საკმარისი რაოდენობის საკვები.

ეს მათ აყენებს ანემიის, პრეეკლამფსიის, სისხლდენისა და შესაძლო სიკვდილის რისკის ქვეშ. მათ ჩვილებს კი – დაბალი წონისა და მკვდრადშობადობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ.

სათანადო ანტენატალურ და მშობიარობის შემდგომ მოვლაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის საბოლოო გადაწყვეტილება!

❗7 ოქტომბრიდან ზუსტად სამი თვის შემდეგ ისრაელის თავდასხმებს ღაზის სექტორში სულ მცირე 22 835 ადამიანი ემსხვერპლა, 58 416 ადამიანი კი დაშავდა. დაღუპულებს შორის 10 ათასი ბავშვია, 326 – სამედიცინო პერსონალი, 109 – ჟურნალისტი.

❗ღაზას სექტორში ვეღარ ფუნქციონირებს 30 საავადმყოფო, 53 ჯანმრთელობის ცენტრი და 150 სამედიცინო დაწესებულება.

ნახატი Atina Bregvadze