
“რაჭა არ იყიდება” – ამ ლოზუნგით ხვალ, გარემოს დაცვის სამინისტროსთან, აქცია გაიმართება.
რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენციის გაუქმებას მოითხოვს.
❗️სახელმწიფომ დავით ხიდაშელს 49-წლიანი ლიცენზია მარტში მანიჭა – 1 151 832 ლარად, ტყეები კი აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშით, დავით ხიდაშელისთვის რაჭაში ტყის გადაცემის გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონ ლარზე მეტის შემოსავალი დაკარგა.
❗️შეგახსენებთ, რომ დავით ხიდაშელი რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენია, ის სანქცირებულ რუსი ბიზნესმენ ვლადიმერ ევტუშენკოსთან დაახლოებული პირია.
