
იცოდი, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) მოიცავს სხვადასხვა სახის ინფექციებს, რომელთა რიცხვიც ოცდაათზე მეტია და ისინი სქესობრივი აქტის დროს გადადის?
მნიშვნელოვანია, ინფექციების აღმოჩენა და მკურნალობა ადრეულ ეტაპზევე დაიწყოს, რომ სხვა გართულებები არ გამოიწვიოს.
სქესობრივად გადამდები დაავადების თავიდან ასაცილებლად ან რისკის შესამცირებლად ყველაზე ეფექტური გზა დაცული სექსია. სქესობრივად აქტიურ ადამიანებს დაავადებების გადადებისა და გავრცელების შეჩერება თავის დაცვის საშუალებებით 70-90%-ით შეუძლიათ.
და ბოლოს, გახსოვდეს, კონდომის სწორი გამოყენება ვაგინალური, ორალური და ანალური სექსის დროს, საუკეთესო საშუალებაა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავის დასაცავად. ინფექციისგან ერთხელ განკურნება კი არ ნიშნავს იმას, რომ ის ხელახლა არ დაგემართება, ამიტომ მნიშვნელოვანია თავის მუდმივი დაცვა და მაქსიმალურად უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრების ქონა.
რუბრიკის წარმდგენია VELI.store
აღმოაჩინე ყველაფერი სექსუალური ჯანმრთელობისთვის VELI.store-ზე.
