
ვაგინიზმის პრობლემის მქონე ადამიანები არ არიან ასექსუალები ან სექსუალურად უფუნქციოები.
ვაგინიზმი დაკავშირებულია მხოლოდ აქტთან, ან ვაგინალურ პენეტრაციასთან. ორგაზმის მისაღწევად კი პენეტრაცია სულაც არაა საჭირო.
მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ და ისიამოვნონ სხვა სექსუალური აქტივობებისგან.
გახსოვდეს, ვაგინიზმის პრევენცია შეუძლებელია, რადგან იგი დამოკიდებულია წარსულ გამოცდილებაზე, ტრავმებსა და ხშირად აღზრდაზეც კი.
ნებისმიერი მტკივნეული და არაკომფორტული ვაგინალური აქტივობის შეწყვეტა ან მისთვის თავის არიდება, შენი უფლებაა.
ვაგინიზმი განკურნებადია. მისი მკურნალობის გზა კი კომპლექსურია, მოითხოვს გარკვეულ დროსა და ნებისყოფას. ამიტომ ენდე პროცესს.
რუბრიკის წარმდგენია VELI.store
აღმოაჩინე ყველაფერი სექსუალური ჯანმრთელობისთვის VELI.store-ზე.
