
დღეიდან, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უფასოდ ჩატარებას 27-დან 45 წლამდე ასაკის ქალებიც შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო მეოთხე ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალებს შორის. ამ დაავადებით მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად 300 000-ზე მეტი ქალი იღუპება. პაპილომავირუსის ვაქცინის შესახებ ჩატარებული კვლევები კი ცხადყოფს, რომ ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკებს 90%-ით ამცირებს!
როგორ უნდა ავიცრათ?
მარტივია – აცრა ტარდება აპვ ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, საკმარისია მხოლოდ თქვენი სურვილი და ადგილზე მისვლა. ისევე როგორც აცრა, ასევე, ექიმთან კონსულტაცია აცრამდე ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სრულად უფასოა.
ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი:
http://bitly.ws/Pq56
