
გქონია მომენტი, როცა აფთიაქის რიგში დგახარ, შესვლის წუთებიდან ზუსტად იცი, რომ კონკრეტული საფენი უნდა იყიდო გარკვეული რაოდენობით, მაგრამ თქმა გერიდება? ან, რიგში დგომისას შენ უკან კაცი დაინახე და სიცხვილის გამო, საერთოდ გადაიფიქრე საფენის ყიდვა?
თუ ცხოვრებაში მსგავსი რამე ერთხელ მაინც გამოგიცდია, უნდა გახსოვდეს, რომ მენსტრუაციაში სამარცხვინო არაფერია, საფენის ყიდვა კი ისეთივე აუცილებელი და საჭიროა, როგორც ნებისმიერი წამლის.
დღეიდან, აფთიაქში ხმამაღლა და გარკვევით შეგიძლია იკითხო ნებისმიერი საფენისა თუ ტამპონის დასახელება, საჯარო საპირფარეშოებშიც სირცხვილის გრძნობის, დამალვის გარეშე, მშვიდად შეგიძლია საფენი ჩანთიდან ამოიღო.
და ყველაზე მნიშვნელოვანია, დავივწყოთ იმ დარქმეული სახელების არსებობა, რომელსაც ხშირად მხოლოდ იმიტომ ამბობებ, რომ მენსტრუაციასთან დაკავშირებული “უხერხულობა” თავიდან აიცილონ.
“ქალთა დღე”, “დედათა წესი” – მსგავსი სიტყვების ნაცვლად, ღიად და თამამად თქვით, რომ გაქვთ მენსტრუაცია! ნუ შეუწყობთ ხელს, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გავრცელებას. აუცილებელია ადეკვატური და ბუნებრივი დამოკიდებულება გვქონდეს საკუთარი სხეულისადმი და ყველა იმ პროცესისა თუ სითხისადმი, რომელიც ჩვენს სხეულს უკავშირდება.
