„თითოეული მაღაროს მუშა გმირია. არავის არაფრის გვეშინია. ხვალვე გადავალ მუშად იმიტომ, რომ მე დავიბადე მუშაკაცად და მოვკვდები მუშაკაცად.” – ჭიათურაში 2 კვირაზე მეტია, მაღაროელთა პროტესტი ღირსეული შრომითი პირობების მოთხოვნით გრძელდება. ამ დრომდე კი “ჯორჯიან მანგანეზი” მშრომელების მოთხოვნებს ყურს არ უდგებს და არ აკმაყოფილებს.

ჭიათურელმა მაღაროელმა, გიორგი კუპატაძემ, პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა;
ჭიათურაში მაღაროელმა, გვირაბგამყვანმა მალხაზ სარალიძემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა;
ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა. სასწრაფომ ის საავადმყოფოში გადაიყვანა;
ღირსეული შრომითი პირობების და ანაზღაურების მოთხოვნით ჭიათურაში 11 ადამიანი შიმშილობს.

‘’ვერ ნახავთ მაღაროელს, ბანკის ვალი რომ არ ჰქონდეს. მოდიან კომპანიიდან და რასაც ჰქვია, დასაცინად გვიგდებენ. დავიღალე ამ ყველაფრით და მატყუარა ხალხის დანახვა არ მინდა და ამოვიკერე თვალები. სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, ასე ვიქნებით”

დღეს მაღაროელების ნაწილი გადმოინაცველბს თბილისში და აქ განაგრძობენ შიმშილობას. ისინი 16:00 საათზე პარლამენტთან გამართავენ მშვიდობიან აქციას.

სოლიდარობა ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს!