
საქართველოში ძალიან ბევრი მიუსაფარი ცხოველია. ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო ძაღლებისა და კატების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. სამწუხაროდ, ხშირია ძალადობა და სიცოცხლის მოსპობა, თუმცა ბოლო ერთ კვირაში მომხდარი ძალადობები განსაკუთრებით საგანგაშოა!
7 დღის განმავლობაში, რამდენიმე მიუსაფარი ცხოველი დახვრიტეს, მოწამლეს და დაჭრეს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობის 259-ე მუხლით ისჯება, მოძალადეები არავის დაუსჯია!
რამდენიმე დღის წინ, კაცმა ძაღლი მხოლოდ იმიტომ ჩაცხრილა, რომ დაუყეფა; 13 ივნისს, ფისო სახელად დორიტა, რომელიც წლებია მიკედლებული ჰყავდათ, წამებით მოკლეს. 14 ივნისს წალკაში ინდივიდმა მანქანიდან ძაღლებს ესროლა.
სწორედ ამიტომ, ვიკრიბებით კვირას, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ, რათა დავიცვათ მიუსაფარი ცხოველები!
https://www.facebook.com/events/804202334381877?active_tab=about
ფოტო: მიშა კაჭკაჭიშვილი
